Georgian Translation

Ayah by Ayah

Tags

Download Links

A translation of every ayah of the Quran in Georgian.

Georgian Translation translation for Surah Al-Baqarah — Ayah 102

2:102
وَٱتَّبَعُواْ مَا تَتۡلُواْ ٱلشَّيَٰطِينُ عَلَىٰ مُلۡكِ سُلَيۡمَٰنَۖ وَمَا كَفَرَ سُلَيۡمَٰنُ وَلَٰكِنَّ ٱلشَّيَٰطِينَ كَفَرُواْ يُعَلِّمُونَ ٱلنَّاسَ ٱلسِّحۡرَ وَمَآ أُنزِلَ عَلَى ٱلۡمَلَكَيۡنِ بِبَابِلَ هَٰرُوتَ وَمَٰرُوتَۚ وَمَا يُعَلِّمَانِ مِنۡ أَحَدٍ حَتَّىٰ يَقُولَآ إِنَّمَا نَحۡنُ فِتۡنَةٞ فَلَا تَكۡفُرۡۖ فَيَتَعَلَّمُونَ مِنۡهُمَا مَا يُفَرِّقُونَ بِهِۦ بَيۡنَ ٱلۡمَرۡءِ وَزَوۡجِهِۦۚ وَمَا هُم بِضَآرِّينَ بِهِۦ مِنۡ أَحَدٍ إِلَّا بِإِذۡنِ ٱللَّهِۚ وَيَتَعَلَّمُونَ مَا يَضُرُّهُمۡ وَلَا يَنفَعُهُمۡۚ وَلَقَدۡ عَلِمُواْ لَمَنِ ٱشۡتَرَىٰهُ مَا لَهُۥ فِي ٱلۡأٓخِرَةِ مِنۡ خَلَٰقٖۚ وَلَبِئۡسَ مَا شَرَوۡاْ بِهِۦٓ أَنفُسَهُمۡۚ لَوۡ كَانُواْ يَعۡلَمُونَ ١٠٢
– და გაჰყვნენ იმას, რასაც უყვებოდნენ სატანები სულეიმანის სამეფოს შესახებ. – სულეიმანი კი არ ყოფილა ურწმუნო (ჯადოსანი), – სატანები იყვნენ ურწმუნონი. ისინი ხალხს ასწავლიდნენ ჯადოსნობასა და იმას, რაც ორ ანგელოზს – ჰარუთსა და მარუთს ჩამოევლინათ ბაბილონში. ეს ორნი არ ასწავლიდნენ ისე არავის, თუ არ ეტყოდნენ, რომ ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ საცდურად და (ჯადოსნობის შესწავლით) ნუ იქცევით ურწმუნოებადო. ხალხი მათგან იმას სწავლობდა, რაც გააშორებდა კაცს თავისი ცოლისგან. – ვერავის ავნებდნენ ამით ისინი, რომ არა – ნება ალლაჰისა. ისინი სწავლობდნენ იმას, რაც მავნე იყო მათთვის და არ ყოფილა სარგებლის მომტანი. ვფიცავ, მათ იცოდნენ, რომ ამას1 ვინც შეიძენდა, არანაირი ხვედრი არ ერგებოდა მას იმქვეყნად. ნეტა სცოდნოდათ, თუ რა ცუდია ის, რის სანაცვლოდაც გაყიდეს სულები, თავიანთი;