ცოდვად არ დაგედოთ, თქვენი ღმერთის წყალობა თუ ეძიეთ (ჰაჯობისას ვაჭრობით), ხოლო როცა ‘არაფათიდან1 გაემართებით, მაშ’არი ჰარამთან (ნაკრძალ ნიშნულთან)2 ალლაჰი ახსენეთ.3 მაშ, ახსენეთ იგი, როგორც უჩვენებია თქვენთვის, რამეთუ მანამდე თქვენ იყავით გზააცდენილნი;