ვფიცავ, უთუოდ ჰპოვო ეგენი, – სიცოცხლის მიმართ ყველაზე დახარბებულნი, იმ ხალხზე ჭარბადაც კი, რომლებიც ღმერთს უთანაზიარებენ1. ყოველ მათგანს სურს, ათასი წელი იცოცხლოს, თუმცა ხანგრძლივი სიცოცხლეც ვერ განარიდებს მათ სასჯელისგან. ყველაფერს ხედავს ალლაჰი, რასაც ისინი აკეთებენ.