ეი, წიგნბოძებულნო! ჭეშმარიტად, უშუამავლობის ჟამის შემდეგ თქვენთან მოვიდა ჩვენი შუამავალი, რომელიც განგიმარტავთ, რათა არ გეთქვათ, რომ ჩვენ არ მოგვსვლია მახარობელი და შემგონებელიო. ჭეშმარიტად, - მოგივიდათ თქვენ მახარობელიც და შემგონებელიც. ალლაჰი ყოვლისშემძლეა.